ტელ :  5 (70) 90 24 24           mail : infoeveresti@gmail.com

დაგვიკავშირდით დილის  10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე


Joomla Templates and Joomla Extensions by JoomlaVision.Com
ტელ : 5 (70) 90 24 24

on-line მომხმარებელი

We have 8 guests online

ჩვენი მხარდამჭერები

 

 

დაუვიწყარი საჩუქარი DejaVu Event Club-სგან

olimpiada everstis erT-erT gamarjvebuls!

უკვე მე-3 წელია ევერესტი აქტიურად ეძებს ყველაზე ჭკვიან ბავშვებს და ყოველ ოლიმპიადაზე ანებივრებს მათ ძვირფასი  საჩუქრებით.

წელს პარტნიორთა რიცხვს DejaVu Event Club-ი შეემატა. DejaVu Event Club-ი  ოლიმპიადის ერთ-ერთ გამარჯვებულს გადასცემს 500 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს დაბადების დღის აღსაღნიშნავად.

როცა ძალიან გინდა კარგად გაერთო, მიიღო ბევრი დადებითი ემოცია და ბევრი სასიამოვნო და სახალისო მომენტი გქონდეს გასახსენებლად,  DejaVu Event Club-ი  არის ამისთვის საუკეთესო ადგილი.

DejaVu Event Club-ი   ოლიმპიადის ყველა მონაწილეს უსურვებს წარმატებას!!!
კოსტავას N36, (ფილარმონიასთან)
2 93 18 12/ 558 143 184/2 72 54 72
ელ-ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ვებ-გვერდი: www.dejavuclub.ge
Facebook: https://www.facebook.com/dejavubirthday

 

 

 

ოლიმპიადა `ევერესტი~ მადლობას უხდის კომპანია ,,აუდიტესკორტ~–ს თანამშრომლობისათვის. კომპანიის ინიციატივით, წამახალისებელი ფულადი  პრემია გადაეცა, 2010–2011 წელს რიგით IV ოლიმპიადის, მასწავლებელთა კონკურსში ერთ–ერთ გამარჯვებულ, ქალაქ ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის III კლასის პედაგოგს, ქალბატონ მაია ჯაბუას.

 

 

ოლიმპიადა “ევერესტი” რომელშიც ტრადიციულად თბილისის სკოლები მონაწილეობენ, ამჯერად ოლიმპიადის ორგანიზატორი “სკოლა XXI საუკუნე“-ს და “თიბისი ფონდი”-ს ძალისხმევით თბილისის ფარგლებს გასცდა.წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ 116 დევნილ ბავშვს საშუალება მიეცა თავისი შესაძლებლობები “ევერესტი”-ს პირველ ტურში წეროვანშივე, ახალი საჯარო სკოლის ჭერქვეშ მოესინჯა. ამ ეტაპზე III – VII კლასებიდან გამოვლენილი საუკეთესო 25 მოსწავლე სიგელებითა და ფასიანი წამახალისებელი საჩუქრებით დაჯილდოვდა და მეორე ტურში მონაწილეობის საშვიც მიიღო.

ოლიმპიადა “ევერესტის” მეორე ტური თბილისში, 12 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი, რისთვისაც წეროვანის პირველ ტურში გამარჯვებულ 25 მოსწავლეს, ოლიმპიადის ორგანიზატორები, თბილისში ჩამოიყვანენ და წერის შემდეგ გასართობ ღონისძიებაშიც მიაღებინებენ მონაწილეობას.

 

“თიბისი ფონდი” რომელმაც თავისი ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში წეროვანის სკოლის მშენებლობის, კეთილმოწყობის და აღჭურვის პროექტი განხორციელა, მეგობრებთან ერთად კვლავაც აგრძელებს ომგამოვლილი ბავშვების სრულფასოვანი ცხოვრების და განვითარების საკითხებზე ზრუნვას.

........................................................................................................

ჩვენი მხარდამჭერი :


.......................................................................................................

ქ. ზუგდიდის რაიონში, ოლიმპიადა „ევერესტის“ დიდი გულშემატკივრის ბატონ დანიელ გახარიას ინიციატივით დაწესდა სპეციალური პრიზი მასწავლებლისათვის, რომელიც უკავშირდება სოფელ ოტობაიაში (გალის რაიონი) დაბადებული XIX საუკუნეში მოღვაწე, ღვაწლმოსილი პედაგოგის ვარლამ კონსტანტინეს ძე სოტკილავას სახელს. 2011 წლის 5 ივნის ოლიმპიადის საზეიმო დაჯილდოებაზე პრიზი გადაეცა ქ. ზუგდიდის # 1 საჯარო სკოლის მესამე კლასის მასწავლებელს ქალბატონ რუსუდან უბილავას. მას ასევე გადაეცა ოლიმპიადა „ევერესტის“ მიერ დაწესებული პრიზი და მადლობის ფურცელი.

ბატონი ვარლამ სოტკილავა 1919 წლიდან მუშაობდა გალის რაიონის სხვადასხვა სკოლებში მასწავლებლად. 1937–1939 წლებში იგი იყო სოფელ ოტობაიას მეორე საშუალო სკოლის დირექტორი, 1942 წელს ქ. ზუგდიდის მეორე (შემდგომში მეხუთე) საშუალო სკოლის დირექტორი, ხოლო 1943 წლიდან ქ. ზუგდიდის პირველი (შემდგომში მეოთხე) რუსული სკოლის ჯერ სასწავლო ნაწილის გამგე, შემდეგ კი (1948 წელს) ამავე სკოლის დირექტორი. ბატონ ვარლამს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „არა გაქვს უფლება იყო ცუდი პედაგოგი, ცუდი ექიმი და ცუდი ხელოვანი, რადგან პირველი ერს ცუდ მომავალს გაუზრდის, მეორე ფიზიკურად გაანადგურებს, ხოლო მესამე სულიერად მოკლავს მას!“

 

 

.......................................................................................................

 

 

 .......................................................................................................

 


Warning: fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 193.0.6.135:43 (Connection timed out) in /home/everestg/domains/everest.ge/public_html/components/com_joomlastats/count.classes.php on line 1060

Warning: fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 200.3.14.10:43 (Connection timed out) in /home/everestg/domains/everest.ge/public_html/components/com_joomlastats/count.classes.php on line 1060

Warning: fsockopen() [function.fsockopen]: unable to connect to 196.216.2.20:43 (Connection timed out) in /home/everestg/domains/everest.ge/public_html/components/com_joomlastats/count.classes.php on line 1060