ერთტურიანი ოლიმპიადა "ოქროს ტური"

მიზანი:

  • მე-2 - მე-6 კლასის მოსწავლებმა გაიხსენონ გასულ წელს ნასწავლი მასალა მათემატიკაში;
  • გამოვლინდეს მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეები;

ფორმატი:

  • ოქროს ტური ტარდება ერთ ტურად;
  • თითოეულ კლასში, ოქროს ტურის ჩემპიონი (პირველადგილოსანი), გამოვლინდება რეიტინგის წესით;
  • ოქროს ტური გრძელდება 1 საათი და 30 წუთი;
  • ოქროს ტურში ქულების დამთხვევის შემთხვევაში ჩემპიონის გამოსავლენად დაინიშნება დასკვნითი ტური. დასკვნითი ტური ტარდება კომპიუტერებით აღჭურვილ დარბაზში (ტესტირების ჩატარების წესებსა და პირობებს მონაწილეები გაეცნობიან ადგილზე). ტესტირების ხანგრძლივობაა 40 წუთი. თუ ქულათა დამთხვევა მოხდება დასკვნით ტურშიც, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად გათვალისწინებული იქნება მონაწილის მიერ დასკვნით ტურში ტესტის შესრულებაზე დახარჯული დრო.

ტესტის სტრუქტურა:

  • ოქროს ტურში მონაწილეებს ამოსახსნელად ეძლევათ 32 დავალება. დავალებების ძირითადი ნაწილი შეადგენს მიმდინარე სასწავლო წელს ნასწავლ მასალას მათემატიკაში. ტესტში ასევე შესულია რამდენიმე ლოგიკური ამოცანა;
  • ოქროს ტურის ტესტის ჯამური ქულაა 200;
  • ტესტში მოცემული დავალებები ფასდება 2, 3, 5, 7, 8 და 10 ბალით (ორ, სამ და ხუთბალიანი ხუთ-ხუთი დავალება, შვიდ და რვა ბალიანი ოთხ-ოთხი დავალება, ხოლო ათბალიანი ცხრა დავალება);
  • თითოეულ დავალებას აქვს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი (ერთი და იგივე ამოცანის სავარაუდო პასუხებში ორი ან მეტი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში, ამოცანის პასუხი უქმდება და მონაწილეს აღნიშნულ ამოცანაში ეწერება ნული ქულა);
  • დასკვნით ტურში (თუ იქნება ასეთი ტურის დანიშვნის აუცილებლობა), მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცემათ 7 დავალება.

პრიზები და საჩუქრები:

  • შედეგის მიუხედავად ოქროს ტურის თითოეული მონაწილე მიიღებს: 1) ოქროს ტურში მონაწილეობის სერთიფიკატს; 2) ოქროს ტურის ლოგოთი ბრენდირებულ სუვენირებს.
  • ოქროს ტურის ჩემპიონი მიიღებს: 1) 2017-2018 სასწავლო წლის ოქროს ტურის ჩემპიონის დამადასტურებელ დიპლომს; 2) პრიზს საკუთარი შერჩევით (პრიზის შერჩევა მოხდება მონაწილის მიერ პრიზების იმ ჩამონათვალიდან, რომელიც თან ერთვის ტესტს).

 

ახალი ამბები

ყველა სიახლე

დამფუძნებლის ბლოგი

18
ოქტ, 2016
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველა სტატია