ევერესტისა და თბილისის მერიის ერთობლივი სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი

პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა

პროექტის მოკლე მიმოხილვა:

  • პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების პირველი და მეექვსე კლასის მოსწავლეებს (ვინც წელს დაამთავრეს აღნიშნული კლასები).
  • პროექტის ხანგრძლივობაა 10 დღე (25 ივნისი - 6 ივლისი, შაბათ-კვირის გარდა).
  • დღის განმავლობაში აქტივობების საერთო ხანგრძლივობაა მინიმუმ 2 საათი და 40 წუთი, მაქსიმუმ 3 საათი და 20 წუთი.
  • პროექტი გაიმართება კერძო სკოლა „ინტელექტის“  (მის.: დიდი დიღომი მირიან მეფის 69) და კერძო სკოლა „პრომეთეს“ (მუხიანის დასახლება IV მ/რ) შენობებში.
  • დღის აქტივობები დაიწყება დილის 10 საათიდან.
  • პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ ვებ-გვერდზე www.everest.ge
  • რეგისტრაცია გრძელდება 25 ივნისამდე.
  • ადგილები შეზღუდულია

 

პროექტის მიზნები:

  • მათემატიკის სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივება, საგნის პოპულარიზაცია;
  • ლოგიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
  • სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ბიზნეს უნარების საფუძვლების განვითარება;
  • სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება;
  • მოზარდების თავისუფალი დროის  ნაყოფიერად და ეფექტიანად გამოყენება.

 

საორგანიზაციო ჯგუფი:

  • პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი პედაგოგები, ფსიქოლოგი, სტუდენტები, მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.
  • პროექტს უხელმძღვანელება მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტისა“ და მათემატიკის ფესტივალის დამფუძნებელი, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ექსპერტი, ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის გარე ექსპერტი, დაწყებითი კლასების პედაგოგი, მათემატიკოსი ბატონი დაჩი ნანობაშვილი.

დამატებითი ინფორმაცია:

ბავშვები პროექტის ფარგლებში, ამოხსნიან საინტერესო მათემატიკურ და ლოგიკურ დავალებებს. განივითარებენ სოციალურ უნარ-ჩვევებს, რომეიც მოიცავს, ურთიერთთანამშრომლობას, გუნდურ მუშაობას, სხვისი აზრის გათვალისწინებას, ურთიერთპატივისცემას და ა. შ.  პედაგოგის დახმარებით შექმნიან მინი ბიზნეს პროექტს (გააკეთებენ მათემატიკურ გათვლებს), რის შემდეგაც იმუშავებენ ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების შექმნაზე (ნივთების შექმნისას ასევე გამოიყენებენ მათემატიკურ გათვლებს).

პროექტის დასასრულს, სპეციალურად შერჩეულ სივრცეში (შესაძლებელია ღია ცის ქვეშ), მოხდება სამივე ლოკაციის ბავშვების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდში“. აღნიშნული ფონდი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე. 

რეგისტრაცია დასრულებულია

ახალი ამბები

ყველა სიახლე

დამფუძნებლის ბლოგი

18
ოქტ, 2016
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველა სტატია