5 (70) 90 24 24 info@everest.ge
დაგვიკავშირდით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ევერესტის მეგობარია ტენტორიუმი

ტენტორიუმი სპეციალურად ოლიმპიადა ევერესტის მონაწილეებს სთავაზობს ფასდაკლებას  გონების  და მახსოვრობის პროგრამაზე.

 

ჭკვიანი პროდუქტები გონიერი ბავშვებისთვის

 

ყველასათვის ცნობილია, რომ  მოსწავლე განსაკუთრებით დატვირთულია: დღეში ერთდროულად რამდენიმე რთული დავალების მომზადება, სხვადასხვა ოლიმპიადებში მონაწილეობა, უამრავი სასწავლო მასალა... ნაკლები ძილი იმიტომ, რომ რაღაცის სწავლას ვერ ასწრებს. სკოლიდან ერთდროულად რამდენიმე, განსხვავებული საგნის მასწავლებელთან მისვლა. ახალი დავალებების მოსმენა, რომელიც დაღლილობისგან ზოგჯერ საერთოდაც არ გამახსოვრდება. გარდა ამისა, საქმეს ინფორმაციული ბუმიც ართულებს. არასოდეს ყოფილა ინფორმაციის ასე უწყვეტი და ყოველმხრივი ნაკადი, როგორც დღევანდელ დღეს. ამ თანამედროვე მსოფლიოს „სენს“ დადებითთან ერთად, ბევრი უარყოფითიც ახლავს. გონების დაბინძურება, გონებრივი შესაძლებლობების შემცირება, მახსოვრობის დაქვეითება.

გონების მიერ ინფორმაციის აღქმა, გადამუშავება და შეთვისება მთელ რიგ პროცესებს საჭიროებს. ამ დროს განსაკუთრებით აქტიურად იხარჯება ვიტამინები და მინერალები. (კალორიებიც კი). საკვებ პროდუქტებში მათი შემცვლელობა კი, დღითიდღე კლებულობს და არ შეესაბამება იმ რაოდენობას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის.

„ტენტორიუმის“  პროდუქტები დაგეხმარებათ უფრო მარტივად და ხარისხიანად შეითვისოთ ინფორმაცია, დაიმახსოვროთ ადვილად და რაც მთავარია ხანგრძლივად.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყვავილის მტვერი აუმჯობესებს მეხსიერებას, შეუცვლელი პროდუქტია გონებრივი დატვირთვების დროს, განსაკუთრებით, როცა დიდი საინფორმაციო მასალაა ასათვისებელი. „ტენტორიუმი“ მეხსიერების, სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად გთავაზობთ დრაჟე „ტენტორიუმ პლიუსს“. ამ დრაჟეს ფრიადოსნების პროდუქტსაც კი უწოდებენ. „ტენტორიუმ პლიუსი“ შეიცავს ყვავილის მტვერს და პროპოლისს. დრაჟე აუმჯობესებს ათვისების პროცესს, ხსნის სტრესს და აადვილებს სწავლას, ზრდის გონებრივი მუშაობის ეფექტურობას, აუმჯობესებს ორგანიზმის დამცავ სისტემას, იმუნიტეტს და იცავს მას სხვადასხვა დაავადებებისგან.

გონებრივი დატვირთვისას ადამიანი ბევრ ენერგიას ხარჯავს, ამიტომ მას ენერგიის ახალი და რაც მთავარია, ეფექტური წყარო სჭირდება. ამისთვის „ტენტორიუმის“ პროდუქტებიდან საუკეთესოა დრაჟე  „აპი-სპირა“.  დრაჟე უნიკალური ენერგეტიკული ნარევია, რომლის შემადგენლობაში სპირულინა და ყვავილის მტვერი შედის. ეს ორი პროდუქტი თავიანთი თვისებებით იდეალურად შეესაბამება და ავსებს ერთმანეთს. სპირულინა მდიდარია ცილებით, ორგანიზმს უზრუნველყოფს კალციუმით, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია სწორი ფიზიოლოგიური პროცესების წარმართისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა ორგანიზმისთვის. „აპი-სპირა“ შეიცავს ამინომჟავებს და ისეთ დეფიციტურ მიკროელემენტებს, როგორიცაა იოდი, რკინა, სელენი და აგრეთვე სხვა ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის მაღალი გონებრივი შრომისუნარიანობის ხანგრძლივად შენარჩუნებას უზრუნველყოფენ.
თაფლი ლეციტინით – შეიცავს ადამიანის ნერვული ქსოვილის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო აუცილებელ ნივთიერება - ლეციტინს. ეს პროდუქტი აუმჯობესწებს მახსოვრობას და კონცენტრაციის უნარს, განსაკუთრებული ინტენსიური გონებრივი დატვირთვის დროს სწრაფად ხსნის დაღლილობას. აადვილებს ტვინის მიერ ახალი ინფორმაციის შეთვისებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

დამატებითი ინფომაციისთვის დაგვიკავშირდით  (032) 2 19 23 32;   tentorium.ge

ახალი ამბები

ყველა სიახლე

დამფუძნებლის ბლოგი

18
ოქტ, 2016
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველა სტატია