Robotics.Ge

Robotics.ge 2012 წლის სექტემბერში დაარსდა და საქრთველოში  პირველი რობოტოტექნიკის ცენტრია.

ჩვენი გუნდი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვებისთვის ახალი დონის სწავლების მიწოდება, მომუშავე უნარჩვევების გამომუშავება, და დღესდღეისობით, და უახლოესი 15 წლის მანძილზე, ყველაზე აქტუალური მიმართულების - პროგრამირების და რობოტოტექნიკის სწავლება. სწავლების პროგრამაში, რომელიც შექმნილია Lego Education -ის მიერ და შეგნებულად გართულებულია ჩვენი ძალებით, ჩადებულია STEM (science, technology, engeineering, math) ძირითადი პრინციპი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ტექნიკურ უნივერსიტეტებში გამოიყენება. ეს არის მიდგომა ბავშვებთან როგორც უკვე ზრდასრულებთან, ადამიანებთან სამყაროს ახალი ხედვებით, ადამიანებთან  განსხვავებულად აზროვნების უნარით, ადამიანებთან განსხვავებული სასტარტო პირობებით და, შესაბამისად, შესაძლებლობებით.  რადგან ეს ბავშვები 10-15 წლის შემდეგ იქნებიან ჩვენი სამყაროს მმართველები.

ცენტრში საშუალოდ 120-160 ბავშვი სწავლობს კვირაში ერთხელ. მეცადინეობების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.

პროგრამა იწყება 3 კურსით, რომლებიც შემდგომში გაგრძელდება და გაფართოვდება.

კურსი WeDo( ასაკი 6-8 წელი ) - საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გარდაიქმნან ახალგაზდა მეცნიერებად, ინჟინრებათ, მათემატიკოსებად და მწერლებად. მიცემული მასალების გამოყენებით მოსწალეებს საშუალება ეძლევათ ააგონ და დააპროგრამონ სამუშაო მოდელი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით და შემდეგ გამოიყენონ ეს მოდელი სხვადასხვა მიზნებით - სამუშაო თემისა და გაკვეთილის თემის მიხედვით: მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, მათემატიკასა და ენაში.

მოდელი აიგება Lego-ს კუბებისა და ელექტრული კომპონენტებისგან - განსხვავებული სენსორებით, ძრავებით, USB-კონცენტრატორებით.

ასაკზე მორგებული გრაფიკული პროგრამული უზრუნველყოფა ბავშვებს იოლად გამოუმუშავებს პროგრამირებისა და ალგორითმიზების ჩვევებს,  სათამაშო რობოტი მოდელები, რომლებსაც ბავშვები თვითონ ააგებენ და დააპროგრამებენ, დაეხმარება მათ თამაშით, სახალისოდ აითვისონ საინფორმაციო ტექნოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ენის ძირითადი პრინციპები.

 

კურსი მანქანები და მექანიზმები 1 და 2 დონე ( ასაკი 7-10 წელი )- მოსწავლეები აგებენ მოდელებს, რათა ივარაუდონ, დააკვირდნენ, აზომონ და ჩაიწერონ მონაცემები, თვითონვე გამოსცადონ, რა არის სიმძლავრე, მოძრაობა, ენერგია და მაგნეტიზმი. თავისივე ხელით შექმნილ ნივთებს ბატარეებითა და ძრავებით აამოძრავებენ, გამოიყენებენ პნევმატიკას, ისწავლიან მანძილის, დროის, სისწრაფის გაზომვას, კინეტიკური და პოტენციური ენერგიის კვლევას.

პნევმატიკის კურსში ბავშვები შეიმუშავებენ და ააგებენ პროექტებს ტუმბოების, მილაკების, ცილინდრების, სარქველების, საჰაერო ავზისა და მანომეტრების გამოყენებით. საოცარი არსებების აგებისას ისწავლიან, რა არის წნევა, მისი საზომი ერთეულები, დგუშები და ბევრი სხვა რამ.

განახლებადი ენერგიის კურსში მოსწავლეები ჩაატარებენ ექსპერიმენტებს საკუთარი სხეულის ენერგიისა და ენერგიის სამი ძირითადი წყაროს (მზის, ქარისა და წყლის) მეშვეობით - სიმძლავრის წარმოსაქმნელად, შესანახად და გამოსაყენებლად.

ბავშვები შეისწავლიან, ააგებენ და გააუმჯობესებენ მოდელებს, რომლებსაც ხვდებიან ყოველდღე, რეალურ ცხოვრებაში.

კურსი Mindstorms NXT ( 10-21- წელი )- ეს არის მომდევნო თაობა საგანმანათლებლო რობოტოტექნიკაში, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახალისოდ, თავისივე ხელით შექმნილი ნივთების საშუალებით ახლებურად დაინახონ მეცნიერება, ტექნოლოგია, საინჟინრო საქმე და მათემატიკა. მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან, ააგონ, დააპროგრამონ და გამოსცადონ რობოტები. ისინი ერთად იმუშავებენ მართულ საინჟინრო პროექტებზე, რომელთა საბოლოო შედეგი წინასწარ არ იქნება განსაზღვრული. გუნდის წევრები შეიძენენ მნიშვნელოვან მათემატიკურ და სამეცნიერო ცადნას და ამავდროულად, განივითარებენ შემოქმედებით უნარებს, პრობლენის გადაჭრის ჩვევებს. გარდა ამისა, გაიწაფებიან კომუნიკაციაში, ორგანიზაციასა და კვლევაში, რაც დაეხმარება მათ მომავალი წარმატებების მიღწევაში სწავლის უფრო მაღალ დონეებსა და სამუშაო ადგილებზე.

LEGO Mindstorms Education იყენებს განვითარებულ 32-ბიტიან კომპიუტერს,  ინტერაქტიურ სერვო-ძრავებს, ხმოვან, ულტრაბგერით და სხვა სენსორებს, Bluetooth კომუნიკაციას, მრავალრიცხოვან ჩატვირთვის შესაძლებლობებსა და მონაცემთა რეგისტრაციას.

პიქტოგრამაზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა აგებულია National Instruments-ის სტანდარტის LabVIEW პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც გამოიყენება ბევრ საინჟინრო და კვლევით სფეროში.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მოემზადონ რობოტოტექნიკის საერთაშორისო ოლიმპიური თამაშებისთვის.

ჩვენთან 10 წლის ბავშვები უკვე აკეთებენ და იცავენ საკუთარ პროექტებს. ეს არის ზრდასრული სამყარო პროექტების შეფასების ზრდასრული წესებით. ჩვენ ვხედავთ როგორ სწრაფად იცვლებიან ბავშვები. ჩვენ გვაქვს ჩვენი საიდუმლოებები.

ჩვენ არ გვყავს მასწავლებლები, ჩვენი ტრენერები - აქტიური და წარმატებული IT სპეციალისტები არიან. ამ ადამიანებს აქვთ სწორი ცხოვრებისეული ხედვები და არიან პროფესიონალები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ - ასწავლიან მხოლოდ იმას, რაც აქტუალურია და ხდებიან მიბაძვის მაგალითები. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ვახდენთ ზეგავლენას ბედზე.

ზაფხულის არდადეგებზე ჩვენთან ფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა - ეს არის ემოციების და კრეატივის შადრევანი. აქ შეგიძლიათ გამოსცადოთ საკუთარი თავი რობოტოტექნიკაშიც, მულტფილმების შექმნაშიც, სცენარების წერაში და სახალისო ელექტრონიკაში, სადაც ფანტაზიის ნებისმიერ ობიექტს შეგიძლიათ ჩაუნერგოთ ელექტრონული გული და გააცოცხლოთ.

მშობლის მთავარი რისკია - დროულად არ მისცეს შვილს მნიშვნელოვანი ცოდნა , დაკარგოს დრო. მშობლის ამოცანაა - გახსნას თავისი შვილი, დაინახოს ის, გამოავლინოს მისი ძლიერი მხარეები, მიდრეკილებები და ინტერესები, განავითაროს თავისი თავის რწმენა, მისცეს ხელში მაქსიმალურად შესაძლებელი ინსტრუმენტების ნაკრები. არ არის ცნობილი რა დასჭირდება ამ პატარა ადამიანს ამ სწრაფად ცვლად სამყაროში და მომავალში. ასე უკეთესად ეცოდინება, ვინ არის და რაშია მისი სიძლიერე. მაგრამ ხომ ვერ გაიგებ პროგრამისტი ხარ თუ არა, თუ არ სცადე!

ახალი ამბები

22 მაისი 2017
ყველა სიახლე

დამფუძნებლის ბლოგი

18
ოქტ, 2016
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველა სტატია