5 (70) 90 24 24 info@everest.ge
დაგვიკავშირდით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ინტერვიუ ქალბატონ შორენა გოგიასთან

 

შორენა გოგია მრავალმხრივი განათლების მქონე მასწავლებელია. სპეციალობით არის დაწყებითი კლასების პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოლოგ-კონსულტანტი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი... არის დაწყებითი საფეხურის (I-IV) და ქართული ენა და ლიტერატურის (I-VI)  სერთიფიცირებული მასწავლებელი, საუკეთესო შედეგების მქონე სერთიფიცირებული მასწავლებელი და ა.შ ამჟამად კი მოღვაწეობს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია ,,შავნაბადაში“ დაწყებითი კლასების მასწავლებელად და დირექტორის მოადგილედ დაწყებით საფეხურზე.

 

1.           რამდენი ხანია, რაც  ,,ევერესტთან“ თანამშრომლობთ?

2010 წლიდან თითქმის ყველა სეზონის მონაწილე ვარ, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც ჩემი მოსწავლეები პირველ კლასში სწავლობდნენ და მონაწილეობის უფლება არ გვქონდა.

2.           როგორ შეაფასებდით ,,ევერესტს?

დავიწყებ ძლიერი მხარეებით:

1)      ოლიმპიადის ამოცანები შედგენილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის საგნობრივი სტანდარტის მიხედვით, რაც გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ მოსწავლეს რომელიმე საკითხი ნასწავლი არ ჰქონდეს;

2)      განსაკუთრებულად მომეწონა წელს შეთავაზებული ამოცანების შეცვლილი სტრუქტურა, რომლებიც ბავშვებს ასწავლის ამოცანების გააზრებულად ამოხსნას, შერჩეული კითხვები ბავშვს რამდენჯერმე მიაბრუნებს პირობასთან, მოსწავლეს  აიძულებს ყურადღება მიაქციოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებსაც, ეს კითხვები ასწავლის ყურადღების გამომუშავებას, ნაჩქარევი და გაუაზრებელი პასუხებისგან თავის შეკავებას. დაწყებით  საფეხურზე  სწავლა - სწავლების მთავარი ამოცანა სწორედ ამ უნარების განვითარებაა.

3)      ასევე გამოვარჩევ გამარჯვებულის გამოვლენის წესს, როდესაც ერთნაირი შედეგების მქონე მოსწავლეებს ასახელებთ გამარჯვებულად _მივესალმები, რომ ამ დროს არ ინიშნება დამატებითი ტურები. (ხშირია შემთხვევები, რომ ამ დროს სხვა ოლიმპიადები კიდევ ნიშნავენ ახალ ტურებს, რაც  ბავშვებში ზედმეტ სტრესს იწვევს).

4)      ოლიმპიადა მიმდინარეობს მშვიდ, კეთილგანწყობილ  გარემოში, რაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია.

5)      გამორჩეულია „ევერსტის“ პრიზები, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე პედაგოგებისთვის. „ევერესტის“დაჯილდოება არის მოსწავლეთა, მათი მშობლებისა  და მასწავლებელთა ზეიმი, რომელიც არასოდეს გვავიწყდება!

6)   სუსტი მხარე: არ ვიცი როგორ, მაგრამ კარგი იქნება, ოლიმპიადის ჩატარება თითოეული კლასის მიხედვით ერთსა და იმავე დროს,  თუმცა, გასაგებია, რომ ამის ორგანიზება ძნელია.

3.           ,,ევერესტის“ ამოცანების თქვენეული შეფასება.

ეს არის წიგნები, სადაც თავმოყრილია გონების სავარჯიშოები როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისა და უფროსებისთვის. სჭირდება თუ არა გონებას ვარჯიში? დიახ სჭირდება, როგორც მხოლოდ გავარჯიშებულ ხელს შეუძლია ხატვა, ასევე გავარჯიშებულ გონებას აქვს არასტანდარტული აზროვნების, ორიგინალურად მსჯელობის უნარი, როგორც დემოკრიტე ამბობს: „ადამიანთა უმეტესობა ვარჯიშით უფრო ხდება მცოდნე, ვიდრე ბუნებრივი მონაცემებით“.

4.           იყენებთ თუ არა ,,ევერესტის“ ამოცანათა კრებულებს საგაკვეთილო პროცესში?

 „ევერესტის“ამოცანათა კრებულებს ვიყენებ, როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე დამატებით გაკვეთილებზე  მათემატიკის გაღრმავებული სწავლებისათვის,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მითითებები, რომელიც ავტორის მიერ აქვს წამძღვარებული თითოეულ ამოცანას და მოსწავლეს ეხმარება სწორ გზაზე დადგომასა და დამოუკიდებლად ამოცანების ამოხსნაში,ამოცანები დანაწევრებულია იმდენად მცირე საფეხურებად, რომ მათი გავლა მოსწავლემ დამოუკიდებლად, ან თითქმის დამოუკიდებლად შეიძლება შეძლოს,  ამ კრებულების დამსახურებაა, რომ ჩემი მოსწავლეები ყოველთვის ხვდებიან გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის.

ეს ამოცანები ეხმარება მოსწავლეებს წარმატებული სწავლისათვის აუცილებელი უნარების განვითარება-ფორმირებაში, უნერგავს საკუთარი ძალების რწმენას, უძლიერებს სწავლისადმი ინტერესს...როგორ უნდა მოიქცეს მშობელი და მასწავლებელი  თუ მოსწავლე წარმატებას ვერ აღწევს:

ბავშვს უნდა დავეხმაროთ იმის გაგებაში, რომ  ყველაფერში პირველი ვერ იქნება;

უნდა დავაფასოთ და შევაქოთ მისი სულ პატარა წარმატებაც;

უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ ზოგჯერ მონაწილეობის მიღებაც კი სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, პირველი იქნები შენ თუ არა;

5.           კიდევ რაიმეს ხომ არ დაამატებდით?

სასურველია, ოლიმპიადა „ევერესტი“ საერთაშორისო ოლიმპიადა გახდეს. ასევე, განათლების სამინისტროს ვურჩევ, ოლიმპიადებისთვის სავალდებულო გახადოს აკრედიტაციის პროცესი, რომ მხოლოდ რჩეული ოლიმპიადები დარჩეს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.

 

ოლიმპიადა ,,ევერესტი“ წარმატებას უსურვებს თითოეულ მასწავლებელს და მზად ვართ მომავალში უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის. 

ახალი ამბები

ყველა სიახლე

დამფუძნებლის ბლოგი

18
ოქტ, 2016
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველა სტატია