„მათემატიკის ფესტივალი“ იწყება

     მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“  2017 წლის 14 მარტს იუბილეს აღნიშნავს! ამ დღესთან დაკავშირებით, „ევერესტის“ ორგანიზებით  იმართება ყველაზე მასშტაბური,  ყოველწლიური  „მათემატიკის ფესტივალი“. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მთელს მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკურ დღესასწაულს, π-ს დღეს (π=3.14) ემთხვევა. პირველად ეს დღე 1987 წელს სანფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა.

     2009 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა π-ს დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას. ამის შემდეგ, ამ დღის აღნიშვნა მრავალ ქვეყანაში ტრადიციად იქცა.

 

ფესტივალის მიზანია:

1) მათემატიკის პოპულარიზაცია;

2) სკოლების წარდგენა საზოგადოებისთვის;

3) სასკოლო ცხოვრების გახალისება და გამრავალფეროვნება;

4) მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება;

5) კრეატიული იდეების წახალისება.

 

     გასულ წელს, საქართველოში პირველად ჩატარდა მათემატიკური ფესტივალი ოლიმპიადა ,,ევერესტის“ ორგანიზებით. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 50-მდე სკოლამ და სასწავლო ორგანიზაციამ, რომლებმაც გამოფინეს π-ს დღეზე  და ზოგადად, მათემატიკის თემაზე შექმნილი კრეატიული ნამუშევრები. ფესტივალზე დაუკრეს π-ს  მელოდია, გაიმართა ფლეშმობი, დაიდგა მინი სპექტაკლი, მოეწყო ლოგიკური შეჯიბრებები და სხვადასხვა სახის აქტივობები. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით დაიბეჭდა გაზეთი, ფესტივალი გააშუქა რამდენიმე ტელე და რადიო მაუწყებელმა.

     აღსანიშნავია, რომ NASA-ს ოფიციალურ გვერდზე დაიდო სტატია ოლიმპიადა ,,ევერესტის“ მიერ ორგანიზებული მათემატიკის ფესტივალისა და π-ს დღის შესახებ. http://www.jpl.nasa.gov/edu/share/pi-day-whats-going-round/#item1

 

ფესტივალში მონაწილეობის ფორმატი:

     ყველა მონაწილე (დარეგისტრირებული) სკოლისთვის გამოყოფილი იქნება სივრცე და მაგიდა, სადაც სკოლის მიერ შერჩეულმა მოსწავლეებმა (6-8 მოსწავლე)  მათემატიკის თემაზე შექმნილი კრეატიული ნამუშევრები უნდა წარადგინონ. სკოლის სხვა წარმომადგენლებს კი (3-4) საშუალება მიეცემათ, მათთვის გამოყოფილ ადგილზე დადგან ბანერი, გაავრცელონ სკოლის ბროშურები და სხვა საინფორმაციო ფურცლები. დამთვარიელებლებს საუკეთესო კუთხით გააცნონ საკუთარი სკოლა.

 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები:

  • „ევერესტი“ მეგობარ კომპანიებთან ერთად, ფესტივალზე გამართავს მათემატიკურ/ლოგიკურ შეჯიბრებებს. შესაბამისად, ფესტივალზე მოსულ ყველა ბავშვს საშუალება ექნება, გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები, გაიმარჯვოს და მიიღოს დაწესებული პრიზები.
  • ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეები ცნობილ მოჭადრაკეებთან თამაშსაც შეძლებენ.
  • მონაწილეთა განწყობაზე იზრუნებენ გასართობი ცენტრების ანიმატორთა ჯგუფები.
  • ფესტივალში მონაწილე ყველა დარეგისტრირებულ სკოლასა და კოორდინატორს გადაეცემა მონაწილეობისა და მადლობის სიგელები.
  • ფესტივალის დღეს, მონაწილე სკოლებს შორის გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.

 

ფესტივალში მონაწილეობა უფასოა ყველა სკოლისთვის!

ადგილები შეზღუდულია

     „მათემატიკის ფესტივალში“ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ მითითებულ მეილზე info@everest.ge. რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 29 თებერვალი, 24:00 სთ.

     რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მითითებულ მეილზე მოგივათ ფესტივალის პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი წერილი და ფესტივალზე თქვენი სკოლისთვის განკუთვნილი სივრცის ნომერი.

     ფესტივალის ჩატარების ადგილია ქალაქი თბილისი, წერეთლის გამზირი №118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“.

გისურვებთ წარმატებას!

ახალი ამბები

22 მაისი 2017
ყველა სიახლე

დამფუძნებლის ბლოგი

18
ოქტ, 2016
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველა სტატია