ევერესტის შესახებ

ათწლიანი დაკვირვებისა და ათასობით ბავშვის ნამუშევართა ანალიზის შედეგად დავრწმუნდით, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა ამოცანის ამოხსნისას აკეთებს ნაჩქარევ დასკვნას, ხშირ შემთხვევაში ისინი პირობას კითხულობენ მხოლოდ ერთხელ და შეკითხვას პასუხობენ სათანადო გააზრების გარეშე (შესაძლოა ამოხსნან რთული დავალება, მაგრამ შეეშალოთ უმარტივესი, არ დააკვირდნენ მცირე მაგრამ მნიშვნელოვან დეტალებს).

წლების წინ ჩვენი გუნდის მიერ დასახულ მიზნებთან ერთად (გავზარდოთ ბავშვებში მათემატიკის სწავლის მოტივაცია; მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე შევაჩვიოთ საგამოცდო გარემოს) დავსახეთ კიდევ ერთი მიზანი _ ბავშვებმა ისწავლონ ამოცანების გააზრებულად და აუჩქარებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამოხსნა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად შევცვალეთ ტესტის სტრუქტურა. პირობას შევუსაბამეთ რამდენიმე სირთულის კითხვა. კითხვები შევარჩიეთ ისე, რომ მათზე პასუხის გაცემისას ბავშვებს მოუწევთ პირობის არაერთხელ წაკითხვა და გააზრება. ამასთან, პასუხებს შევაფასებთ ბალებით, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს უკეთ გააანალიზონ საკუთარი ნამუშევარი, გაიაზრონ და სამომავლოდ გაითვალისწინონ დაშვებული შეცდომები.

„ევერესტის“ გუნდი მუდამ ზრუნავს ხარისხის გაუმჯობესებაზე. არ იშურებს დროსა და ენერგიას, რათა თითოეული სეზონი იყოს გასულ სეზონებზე სახალისო და საინტერესო, ამასთანავე ყოველი ტური მოსწავლეებისთვის გახდეს დამატებითი უნარ-ჩვევების შეძენის საფუძველი. ოლიმპიადა „ევერესტის“ მე-15 სეზონის ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას!

დამფუძნებელი: დაჩი ნანობაშვილი

ახალი ამბები

22 მაისი 2017
ყველა სიახლე

დამფუძნებლის ბლოგი

18
ოქტ, 2016
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველა სტატია