ოქროს ტური

ოქროს ტური არის ერთეტაპიანი კონკურსი მათემატიკაში (2-6 კლასში), რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს შეაჯამოს მიმდინარე წელს ნასწავლი მასალა და გამოავლინოს ძლიერი და სუსტი მხარეები.

ოქროს ტურს ჰყავს ერთი ჩემპიონი თითოეულ კლასში, რომელიც გამოვლინდება რეიტინგის მიხედვით. ერთნაირი უმაღლესი ქულების დამთხვევის შემთხვევაში კი გაიმართება დასკვნითი ეტაპი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ უმაღლესი ქულის მფლობელი მოსწავლეები და გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, ჩემპიონი. ოქროს ტურის ჩემპიონი კი მიიღებს პრიზს საკუთარი შერჩევით.


ოქროს ტურის ყველა მონაწილე კი ჯილდოვდება შესაბამისი კატეგორიის სიგელით (ოქროს სიგელი, ვერცხლის სიგელი, ბრინჯაოს სიგელი, სერთიფიკატი) და ,,ევერესტის“ ბრენდირებული საჩუქრებით.  


ოქროს ტურის საჩუქრები

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა