სასარგებლო რჩევები მშობლებს

მშობლის მიერ დაშვებული შეცდომები სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ამჯერად ვისაუბრებ შეცდომაზე, რომელსაც მშობელი მანამდე უშვებს, სანამ ბავშვი ჩანთიდან წიგნს და რვეულს ამოიღებს.

პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება განწყობას. მეცადინეობის დაწყებამდე ბავშვი რაღაცით არის დაკავებული: ან თამაშობს, ან ხატავს, ან ტელევიზორს უყურებს, ან სულაც ჩაფიქრებულია და ისვენებს. თუ თქვენ, ამ დროს, ყოველგვარი შესავლის გარეშე (თუნდაც კეთილგანწობით და არა წარბაწეული), მეცადინეობისკენ მოუწოდებდებთ, მაშინ თქვენ ბავშვს სწავლისადმი ნეგატიურად განაწყობთ. ამ ქმედებით, არაპირდაპირ მაგრამ ეუბნებით (და ბავშვის ქვეცნობიერიც ასე იგებს): - არ მაინტერესებს რას აკეთებ. ადექი და დროზე იმეცადინე.

რასაც მე გირჩევთ, ერთი შეხედვით ადვილი შესასრულებელია, თუმცა დიდ ნებისყოფას და გულახდილობას მოითხოვს. არ გაგიკვირდეთ, თუ ის პირველივე ჯერზე არ იმუშავებს, მაგრამ მეორე და მესამე მცდელობისას აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს. მეცადინეობის დაწყებამდე გირჩევთ დაინტერესდეთ რით არის თქვენი შვილი დაკავებული, მიუჯდეთ გვერდით, დაუსვათ რამდენიმე შეკითხვა, მოიწონოთ/გაოცდეთ/შეაქოთ (ამ ყველაფრისთვის საკმარისია სულ 2-3 წუთი) და მხოლოდ ამის შემდეგ ჰკითხოთ მას, რა დარჩა სამეცადინო და რამდენ ხანში დაიწყებს იგი მეცადინეობას. ნუ გექნებათ ბავშვის მიმართ ავტორიტარული დამოკიდებულება, ითანამშრომლეთ მასთან (არა ერთჯერადად არამედ ყოველთვის) და შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დაჩებით.

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა