ოლიმპიადა ევერესტმა 200 პედაგოგი დააჯილდოვა

პედაგოგთა წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით ოლიმპიადა ,,ევერესტი“ ატარებს ,,მასწავლებლის კონკურსს“.


ცხრამეტი სეზონის მანძილზე გამოვლინდა 200 გამარჯვებული პედაგოგი, რომლებსაც ევერსტისგან და ევერესტის პარტნიორებისგან გადაეცათ ფასიანი პრიზები და დიპლომები.

კონკურსში მონაწილეობას იღებენ პედაგოგები მთელი საქართველოდან. თუმცა, კონკურსის არსებობის მანძილზე გამოიკვეთა განსაკუთრებით მოტივირებული სკოლები და პედაგოგები.

3-ჯერ გაიმარჯვა:
ქ. ქუთაისის N41 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ხათუნა ბენდელიანმა და თეა კურდღელიამ,

ქ. თბილისის N51 საჯარო სკოლის პედაგოგმა ქეთევან ცხვარიაშვილმა,
დამოუკიდბელი საერო გიმნაზია ,,შავნაბადას“ პედაგომა სოფიო ლომიძემ, მერი ონიკაშვილმა, ირმა ლაზარიამ და ანა ენუქიძემ
ქ. თბილისის N173 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ხარატმა
ქ. თბილისის N182 საჯარო სკოლის პედაგოგმა ლია მამისაშვილმა
ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა მაღალაშვილმა
ქ. ქუთაისის კერძო სკოლა პროგრესის პედაგოგმა ირმა გაჩეჩილაძემ

4-ჯერ გაიმარჯვა:
ქ. თბილისის N175 საჯარო სკოლის პედაგოგმა ხათუნა გლურჯიძემ
ქ. ქუთაისის N41 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ქეთინო მაჩალაძემ, ნათია ფხაკაძემ და მაგდა პაპიძემ

 5-ჯერ გაიმარჯვა ქ. ქუთაისის N41 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ბედოშვილმა


6-ჯერ გაიმარჯვა ქ. თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადას პედაგოგი ხათუნა ფოფხაძე
და ქ. ქუთაისის N41 საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ყვირილიანი

7-ჯერ გაიმარჯვა ქ. თბილისის დამოუკიდებელო საერო გიმნაზია შავნაბადას პედაგოგი შორენა გოგიამ

და ქ. თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ანდრიაძემ

ხოლო ყველაზე ხშირად,
8-გზის გამარჯვებულია მაია ყურაშვილი, რომელიც ჯერ ასწავლიდა ქ. ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში, ხოლო ახლა გადმოსულია ქ. თბილისის N128 საჯარო სკოლაში.


წელს მასწავლბელის ეროვნული ჯილდოს ფინალისტმა, ,,მათემატიკის ფესტივალის“ და ოლიმპიადა,, ევერესტის“ დამფუძნებელმა, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარადგინა ,,ევერესტის“ მასწავლებლის კონკურსის ყველა ეს  გამარჯვებული.

 

,,ევერესტი“ თითოეულ პედაგოგს უსურვებს წარმატებას მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე.

,,ევერესტი“ მადლობას უხდის ყველა სკოლას და თითოეულ პედაგოგს გამოჩენილი დაინტერესებისთვის და აქტიურობისთვის!

,,ევერესტი“ აფასებს მასწავლებელთა ღვაწლს და ზრუნავს მათ წახალისებაზე!

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა