მასწავლებლებთან ინტერვიუ

თეა კურდღელია

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა- მათემატიკის საჯარო სკოლა

,,მასწავლებლის კონკურსის“  სამ -  გზის გამარჯვებული

თითქმის ყველა კონკურსი არის ცდა, მიაღწიო შედეგს, გაიმარჯვო, ვინმეს გაასწრო, რაიმე მოიპოვო, წარუმატებლობის შემთხვევაში კი გული გწყდება, ერთგვარი იმედგაცრუება გეუფლება. თუმცა ევერესტის ოლომპიადაზე ამას ვერ ვიტყვი.

ევერესტის ოლომპიადა არის გუნდური მსვლელობა წინ, საკუთარი მიღწევების გაუმჯობესების მცდელობა, შესაძლებლობების შეფასება-ანალიზი, მეთოდების შეჯამება, დახმარება, ცვლა.

ევერესტის ოლომპოადისთვის მზადება სახალისოა: თანამშრომლები ვარჩევთ იმ საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც მიღწევების გაუმჯობესებაში გვეხმარება, ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას.

მიხარია, რომ ევერესტის ოლიმპიადა მაძლევს საშუალებას მოკლე დროში დავინახო ჩემი მუშაობის შედეგი, ამის საფუძველზე უფო თვითდარწმუნებული ვხდები და საკუთარი ძალების რწმენა წინსვლაში მეხმარება.


ნინო ჩარკვიანი

ქალაქ ქუთაისის № 21 საჯარო სკოლა
,,მასწავლებლის კონკურსის“ გამარჯვებული
ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ევერესტის ,,მასწავლებლის კონკურსი“ არის ოლიმპიადაში მონაწილე გამარჯვებული მოსწავლეების მასწავლებლის წამახალისებელი, რაც ზოგადად მნიშნელოვანია ჩვენი პროფესიის პოპულარიზაციისა და პრესტიჟის ზრდისთვის.

 

მაია ყურაშვილი

ქალაქ თბილისის № 128 საჯარო სკოლა
,,მასწავლებლის კონკურსის“   8 -  გზის   გამარჯვებული

ევერესტის  წარმომადგენელმა  დამირეკა და მითხრა, რომ ჩემმა მოსწავლეებმა ოლიმპიადაზე აჩვენეს კარგი შედეგი , რის გამოც ვიყავი ერთ-ერთი გამარჯვებული მასწავლებელი და მიმიწვია დაჯილდოების ცერემონიალზე. სწორედ ასე შევიტყვე „მასწავლებლის კონკურსის“ შესახებ.

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა