მასწავლებლებთან ინტერვიუ

ირმა გაჩეჩილაძე

ქ. ქუთაისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის“  პედაგოგი
,,მასწავლებლის კონკურსის“ 3-  გზის  გამარჯვებული

რას აკეთებდით ,,მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებისთვის?

ევერესტი ჩემი ბავშვების ყველაზე საყვარელი და სახალისო მათემატიკური ოლიმპიადაა. მე კი ყოველდღიურად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში ევერესტის ამოცანათა კრებულს, რომელმაც ჩემი მოსწავლეები მიაჩვია ფიქრს, მსჯელობას და ლოგიკურ აზროვნებას. ბავშვები ხალისით მიდიან ოლიმპიადაზე იმ იმედით, რომ მოიპოვებენ გამარჯვებას და შეხვდებათ სასურველი პრიზი, რაც მართლაც დიდი სტიმულია მოსწავლეთა მოტივაციისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო ოლიმპიადა ,,ევერესტია“ დამფუძნებლებს, რადგან ის მე და ჩემს მოსწავლეებს გვაძლევს დიდ სიხარულს და რაც მთავარია, გვიმარტივებს ცოდნის მიღების გზებს.

 

ანა ენუქიძე

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია ,,შავნაბადას“  პედაგოგი
,,მასწავლებლის კონკურსის“ 3-გზის  გამარჯვებული

რას აკეთებდით ,,მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებისთვის?
პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ოლიმპიადა "ევერესტის " დამფუძნებელს და მის ყველა თანამშრომელს, იმ წახალისებისა და მოტივაციისათვის, რომლითაც ანებივრებთ არამარტო მოსწავლეებ, არამედ მათ მასწავლებლებსაც.

"ევერესტის " ოლიმპიადის ყველა ტურს ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით ველოდები, თითოეული მოსწავლის წარმატება ჩემთვის იმ თავდაუზოგავი შრომის შდეგია, რომელსაც ყოველდღიურად ვდებ სასწავლო პროცესში. შევიძინე "ევეერესტის" ამოცანათა კრებულის ყველა ტომი. გაკვეთილზე 15-20 წუთი ეთმობოდა ამოცანების  ამოხსნას და შემდეგ განხილვას. ყოველდღიურმა ვარჯიშმა მოსწავლეებს განუვითარა ყურადღების , მობილიზების უნარი, მათ დაიწყეს ლოგიკური აზროვნება.

ჩემი კლასიდან ოლიმპიადაში მონაწილეობას ღებულობდა 11 ბავშვი და ჩემდა სასაიხარულოდ უნდა ვთქვა რომ 11-ვე გადავიდა ფინალში.მათგან ერთ ერთი, თეკლა თანდაშვილი , მოხვდა საუკეთესო ათეულში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი 9 წლიანი მასწავლებლობის განმავლობაში, ჩემი მოსწავლეები ყოველთვის ღებულობენ მონაწილეობას  ოლიმპიადა "ევერესტში" ჩემი მოსწავლეები ხშირად ხდებიან გამარჯვებულეი. სისტემატურად ვიღებ მონაწილეობას მაწავლებლების კონკურსში, 3-ჯერ გავხდი გამარჯვებული პედაგოგი. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ შრომა ყოველთვის იღებს შედეგს.

მადლობას გიხდით იმ ემოციისთვის, რასაც ყოველთვის განვიცდით მოსწავლეები და მათი მასწავლებლები მიღწეული წარმატებისას.

 

 

 

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა