ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ მშობლები სწავლებისას?

  • ნაკლებად ითვალისწინებენ ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს  და ხშირად   ადარებენ  თანაკლასელს ან  და-ძმას, რაც  მასში იწვევს მოტივაციის დაქვეითებას და შესადარებელი ობიექტის მიმართ აგრესიას.
  • ვინაიდან ყველა ბავშვი განსხვავებულია ერთმანეთისგან, შეუძლებელია ერთი სასწავლო სტრატეგია ყველა ბავშვთან ერთანაირად მუშაობდეს, ამიტომ ხშირად  ერთ ბავშვთან წარმატებული სტრატეგია წარუმატებელია მეორესთან. ამის თავიდან ასაცილებლად უკეთესი იქნება, თუ  მშობლები იპოვიან იმ მთავარ გასაღებს, რომელიც მის შვილს შეაძლებინებს, უკეთ დაისწავლოს, გაიაზროს სასწავლო მასალა, დაელაპარაკოს ბავშვს,  თუ რა წარმოადგენს მისთვის სირთულეს და მასწავლებელთან თანამშრომლობით აირჩიოს ერთიანი სტრატეგია მოსწავლის გასაძლიერებლად.
  • დაწყებით კლასებში იშვიათია მოსწავლე, რომელიც თავისი სურვილით იწყებს  სწავლას და აქ მშობლის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს იმისათვის, რომ სამომავლოდ  დამოუკიდებლად შეძლოს სწავლა. მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმილი სამეცადინო გარემო, დროულად გაცემული პასუხი ბავშვის შეკითხვაზე. მეცადინეობაში დახმარების გაწევა არ ნიშნავს ბავშვის მაგივრად აკეთოს დავალება. სასურველია მას უბრალოდ აჩვენოს გზა, როგორ შეასრულოს დავალება. ამ პროცესსში პასუხისმგებლობას მხოლოდ სკოლა და მასწავლებელი ვერ აიღებს.


ვერიკო სადაღაშვილი, ფსიქოლოგი

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა