რას ამბობენ ჩვენზე გამარჯვებული პედაგოგები

 ქ. თბილისის № 71 საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ეკატერინე მაისურაძე

ევერესტის ,,მასწავლებლის კონკურსში“ გამარჯვების იმედი ნამდვილად მქონდა. ამ იმედს ვამყარებდი ჩემს ნიჭიერ და შრომისმოყვარე  მოსწავლეებზე. ისინი დიდი მონდომებით იყვნენ ჩართული ოლომპიადაში და მაქსიმალურად ცდილობდნენ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენას. ჩვენ ვატარებდით საოლიმპიადე მუშაობას, ვრჩებოდით გაკვეთილების შემდეგ და ვმეცადინეობდით ამოცანების ამოხსნაზე. მიუხედავად დაღლილობისა დიდი სიხარულით რჩებოდნენ დამატებით მეცადინეობებზე. ამიტომაც ველოდი რომ გამახარებდნენ. მადლობას ვეუბნები მათ კიდევ ერთხელ, მთელი გულით. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და ამიტომაც ვიპყრობთ ,,ევერესტს”.

გაზაფხულის სეზონზე კიდევ უფრო დიდი შემართებით ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. მადლობა ოლიმპიადა ევერესტის გუნდს.

 

ქ. თბილისის სკოლა-ლიცეუმი „პრომეთეს“ პედაგოგი ქალბატონი ნინო გუმბერიძე

სკოლა-ლიცეიუმი „პრომეთე“ ოლიმპიადა ევერესტის შექმნის დღიდან ცდილობს გაზარდოს მასში მონაწილე მოსწავლეთა რიცხვი. შესაბამისად, ოლიმპიადის ყოველ სეზონზე როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებსაც გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწევთ. მსგავსი პოზიტიური განწყობა ეხმარებათ მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში. შესაბამისად, ჩვენც, მასწავლებლებს ყოველთვის გვაქვს კონკურსში გამარჯვების მოლოდინი. მეც, ამ შემთხვევაში. ჩემი მოსწავლეების პროცენტულად უმეტესმა ნაწილმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და მაქსიმალურად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები.

კონკურსში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობისა და მათი მაღალი ქულების დამსახურებით, რა თქმა უნდა, მქონდა იმედი, რომ საპატიო მასწავლებელთა შორის მეც დავსახელდებოდი. ამ რწმენას სწორედ მოსწავლეები და მათ მიერ ჩვენი შრომის დაფასება განაპირობებს, ამიტომაც მომავალ კონკურსებშიც აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას, რათა გავზარდოთ მოსწავლეთა განათლების ხარისხი და  მასწავლებელთა აქტივობის დონე მსგავს კონკურსებში.

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა