რას ამბობენ ჩვენზე გამარჯვებული პედაგოგები

ქ. ქუთაისის  ან. რაზმაძის სახელობის  № 41 ფიზიკა -მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ყვირილიანი
„მასწავლებლის კონკურსის“ 4 -  გზის  გამარჯვებული


ნებისმიერი წარმატება  გარკვეულ ემოციასთან და განცდასთან არის დაკავშირებული, ამიტომ იმის თქმა, რომ ჩვეულებრივად შევხვდი მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებას, არ ვიქნები მართალი.

ყველაზე კარგი და ამაღლებული განწყობაა, როდესაც წარმატება საკუთარ  მოსწავლეებთან დიდი შრომის შედეგად მიიღწევა და ვფიქრობ,რომ  სწორედ მათი დამსახურებაა, ზედიზედ უკვე რამდენიმე სეზონი  გამარჯვებულ მასწავლებელთა შორის რომ ვარ.

ბოლოს ,მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ოლიმპიადა „ევერესტის“ მთელ ჯგუფს და განსაკუთრებით  მის დამფუძნებელს, ბატონ დაჩი ნანობაშვილს, თითოეული პედაგოგის  გაწეული შრომის დაფასებისთვის.


ქ. ქუთაისის  ან. რაზმაძის სახელობის  № 41 ფიზიკა -მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო გამყრელიძე

„მასწავლებლის კონკურსის“ 2 -  გზის  გამარჯვებული

როგორი განცდაა, როცა ,,ევერესტის“ ,,მასწავლებლის კონკურსის” გამარჯვებული ხართ?

მასწავლებლის მიერ განხორციელებული ყოველი აქტივობა მოსწავლეზეა ორიენტირებული. მხოლოდ მოსწავლეს შეუძლია, შეაფასოს და დააფასოს მასწავლებლის გარჯა. ხე ნაყოფით იცნობაო, უთქვამთ. სწორედ, მოსწავლის წარმატებაა ნაყოფი, რომელიც მასწავლებლის დაუღალავი შრომით მოიპოვება. ამიტომაც, როცა ,,ევერესტის“ მასწავლებლის კონკურსში I ადგილი დავიკავე და გავხდი გამარჯვებული, უდიდესი სიხარული დამეუფლა. სიხარული იმისა, რომ ის ცოდნის მარცვალი, რომელიც დიდი რუდუნებით ჩავდე ყოველ აღსაზრდელში, გაღვივდა, აღმოცენდა და თავთავიც მოისხა. ეს არის შეუფასებელი ჯილდო და აღიარება, რაც შეიძლება, მასწავლებელმა მოიპოვოს.

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა