რას ამბობენ ჩვენს შესახებ სკოლის დირექტორები და მასწავლებლები

ოლიმპიადა ,,ევერესტის“ მე-19 სეზონის დაჯილდოებზე მასწავლბელის ეროვნული ჯილდოს ფინალისტმა, ,,მათემატიკის ფესტივალის“ და ოლიმპიადა,, ევერესტის“ დამფუძნებელმა, დაჩი ნანობაშვილმა მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარადგინა ,,ევერესტის“ მასწავლებლის კონკურსის 23 გამარჯვებული პედაგოგი.

,,ევერესტი“ თითოეულ პედაგოგს უსურვებს წარმატებას მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე. აქვე გვსურს სიამაყით აღვნიშნოთ, რომ 2017 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს გამარჯვებული, ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვლადიმერ აფხაზავა, წელს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 10 საუკეთესო პედაგოგს შორის არის შესული.

ქალაქ თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ პედაგოგი, ქ-ნ მერი ონიკაშვილი.

,,მასწავებლის ეროვნული ჯილდოს შესახებ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ცნობილია ჩემთვის, რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის გავლა შესაბამისი კრიტერიუმებით.  თუ მასწავლებელი მუდმივად ჩართულია სასწავლო პროცესში და ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე, მისთვის არც ერთი მითითებული კრიტერიუმი არ მეჩვენება დაუძლეველად, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი საქმიანობის წარმოჩენა და შესაბამისად, გამოვლინდებიან წარმატებული მასწავლებლები“.

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა