ერთტურიანი ოლიმპიადა „ ოქროს ტურის “

ფორმატი:

  • ოქროს ტური ტარდება წელიწადში ორჯერ: ოქტომბერში და მაისში.
  • ოქროს ტურში მონაწილეობას იღებენ II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები;
  • ოქროს ტური ტარდება დასწრებულ ფორმატში (ერთ ტურად);
  • ოქროს ტური გრძელდება 60 წუთი;
  • ოქროს ტურის ყველა მონაწილე მიიღებს ევერესტის ბრენდირებულ სამახსოვრო საჩუქრებს. საჩუქრების ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ.
  • თითოეულ კლასში, ოქროს ტურის ჩემპიონი (პირველადგილოსანი), გამოვლინდება რეიტინგის წესით;
  • რეგისტრაცია გაიარე აქ 
  • ოქროს ტურის საფასურია 25 ლარი. გადახდის ინსტრუქცია იხილეთ აქ.

ტესტის სტრუქტურა:

  • ოქროს ტურის მონაწილეებს ამოსახსნელად ეძლევათ 14 ამოცანა; ოლიმპიადისთვის ამოცანებს ადგენს ტელესკოლის მასწავლებელი დაჩი ნანობაშვილი.
  • ტესტის ჯამური ქულა არის 100;
  • ტესტში მოცემული დავალებები ფასდება 2, 3, 5, 7, 8 და 10 ქულით;
  • თითოეულ დავალებას აქვს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი. ერთი და იმავე ამოცანის სავარაუდო პასუხებში ორი ან მეტი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში, ამოცანის პასუხი უქმდება და მონაწილეს აღნიშნულ ამოცანაში ეწერება ნული ქულა;
  • დასკვნით ტურში (თუ იქნება ასეთი ტურის დანიშვნის აუცილებლობა), მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცემათ 5 დავალება.

          

პრიზები და საჩუქრები:
  • შედეგის მიუხედავად ოქროს ტურის თითოეული მონაწილე მიიღებს:

1) ქულის შესაბამის სიგელს

          0 - 20 ქულის შემთხვევაში - სერტიფიკატს;

          21 - 30 ქულის შემთხვევაში - ბრინჯაოს სიგელს;

          31 - 50 ქულის შემთხვევაში - ვერცხლის სიგელს;

          51 - 99 ქულის შემთხვევაში - ოქროს სიგელს;

          100 ქულის მფლობელი - ოქროს დიპლომს.

2) ოლიმპიადა „ევერესტის“ ოქროს ტურის ამოცანების კრებულს დაჩი ნანობაშვილის ავტორობით;

3) ოლიმპიადა „ევერესტის“ ბრენდირებულ კალამს;

4) ოლიმპიადა „ევერესტის“ ბრენდირებულ ბლოკნოტს;

5) ოლიმპიადა „ევერესტის“ ბრენდირებულ სანიშნს.

  • 100 ქულის მფლობელი მიიღებს:

1) 2024-2025 სასწავლო წლის ოქროს ტურის ჩემპიონის დამადასტურებელ დიპლომს;

2) ტანგრამს;

3) ოლიმპიადა „ევერესტის“ ბრენდირებულ სამაჯურს;

4) ოლიმპიადა „ევერესტის“ ბრენდირებულ ფანქარს.

  • ოქროს ტურის ჩემპიონი მიიღებს:

1) ოლიმპიადა ევერესტის ოქროს მედალს;

2) მაჯის საათს.

პრიზები იხილეთ აქ


შენიშვნა: ამოცანებთან დაკავშირებული შენიშვნები მიიღება ამოცანების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.


დასკვნითი ტურის წესები:

თითოეულ კლასში 5-ზე მეტი ბავშვის ქულების დამთხვევის შემთხვევაში ჩემპიონის გამოსავლენად დაინიშნება დასკვნითი ტური. დასკვნითი ტური ტარდება კომპიუტერებით აღჭურვილ დარბაზში (ტესტირების ჩატარების წესებსა და პირობებს მონაწილეები გაეცნობიან ადგილზე). ტესტირების ხანგრძლივობაა 30 წუთი. თუ ქულათა დამთხვევა მოხდება დასკვნით ტურშიც, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად გათვალისწინებული იქნება მონაწილის მიერ დასკვნით ტურში ტესტის შესრულებაზე დახარჯული დრო.

 


 

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა