როგორ შევაყვაროთ ბავშვს მათემატიკის სწავლა?

ბავშვებს აუჩქარებლად და ზომიერად უნდა მივაწოდოთ შესასწავლი მასალა. მშობლებს მოსწონთ, უხარიათ, როდესაც მათი შვილები ასაკისთვის შეუფერებელ დავალებებს აკეთებენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ტიპის დავალებებმა შესაძლებელია დააფრთხოს ბავშვი და გაუჩინოს განცდა, რომ მათემატიკა რთული საგანია და მისი შესწავლა გაუჭირდებათ. ასევე, ხშირად მინახავს მშობელი, რომელიც ბავშვის თანდასწრებით ამბობს, რომ მის შვილს მათემატიკა არ უყვარს და არ გამოსდის. აღნიშნულ სამწუხარო ფაქტს კი „ამართლებს“ იმით, რომ არც მას გამოსდიოდა მათემატიკის შესწავლა. ეს უდიდესი შეცდომაა, რასაც ბევრი მშობელი უშვებს.

ბავშვები უნდა წავახალისოთ თითოეული სწორად ამოხსნილი ამოცანისთვის (თუნდაც მხოლოდ სიტყვიერად), წარმატებები კი  შევახსენოთ როცა გარკვეულ პრობლემებს წააწყდებიან.  სასკოლო მათემატიკის შესწავლისთვის სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭი, საკმარისია ფეხდაფეხ მივყვეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას. უმიზეზოდ არ გავაცდინოთ სკოლა, ხოლო გაცდენის შემთხვევაში შევეცადოთ, არ ჩამოვრჩეთ კლასს. მათემატიკის შესწავლისას ხომ ძალზედ მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და გონების მუდმივი გავარჯიშება?!

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა