2020 წელი

„მათემატიკის ფესტივალი 2020“ იწყება

 

მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“  ორგანიზებით  იმართება ქ. თბილისში 2020 წლის 18 მარტს, ხოლო ქ. ქუთაისში 2020 წლის 14 მარტს  ყველაზე მასშტაბური,  ყოველწლიური  „მათემატიკის ფესტივალი“. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მთელს მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკურ დღესასწაულს, π-ს დღეს (π=3.14) ემთხვევა. პირველად ეს დღე 1987 წელს სანფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა.

2009 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა π-ს დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას. ამის შემდეგ, ამ დღის აღნიშვნა მრავალ ქვეყანაში ტრადიციად იქცა.

 

ფესტივალის მიზანია:

1)      მათემატიკის პოპულარიზაცია;

2)      სკოლების წარდგენა საზოგადოებისთვის;

3)      სასკოლო ცხოვრების გახალისება და გამრავალფეროვნება;

4)      მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება;

5)      კრეატიული იდეების წახალისება.

 

   გასულ წელს, საქართველოში მეოთხედ ჩატარდა მათემარიკური ფესტივალი ოლიმპიადა ,,ევერესტის“ ორგანიზებით. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 50-მდე სკოლამ და სასწავლო ორგანიზაციამრომლებმაც გამოფინეს π-ს დღეზე  და ზოგადადმათემატიკის თემაზე შექმნილი კრეატიული ნამუშევრები. ფესტივალზე დაუკრეს π-ს  მელოდიაგაიმართა ფლეშმობიდაიდგა მინი სპექტაკლიმოეწყო ლოგიკური შეჯიბრებები და სხვადასხვა სახის აქტივობები.  ფესტივალი გააშუქა რამდენიმე ტელე და რადიო მაუწყებელმა.

 ფესტივალი 2016 -  https://www.youtube.com/watch?v=rtcMZyJTDWY

 ფესტივალი 2017 - https://www.youtube.com/watch?v=8rFMhA6NE_E

 ფესტივალი 2018 - https://www.youtube.com/watch?v=_dfYFk7C-Pc&t=54s

 ფესტივალი 2019 - https://www.facebook.com/eeveresti/videos/334303237429933/

                                https://www.facebook.com/eeveresti/videos/2260309174291431/

 

მათემატიკის ფესტივალი გაიმართება ორ ქალაქში: თბილისში და  ქუთაისში.

    აღსანიშნავია, რომ NASA-ს ოფიციალურ გვერდზე დაიდო სტატია ოლიმპიადა ,,ევერესტის“ მიერ ორგანიზებული მათემატიკის ფესტივალისა და π-ს დღის შესახებ.

   http://www.jpl.nasa.gov/edu/share/pi-day-whats-going-round/#item1

            

ფესტივალში მონაწილეობის ფორმატი:

 

v  ყველა მონაწილე (დარეგისტრირებული) სკოლისთვის გამოყოფილი იქნება სივრცე და მაგიდა, სადაც სკოლის მიერ შერჩეულმა მოსწავლეებმა (6-8 მოსწავლე)  მათემატიკის თემაზე შექმნილი კრეატიული ნამუშევრები უნდა წარადგინონ. აგრეთვე საშუალება მიეცემათ, მათთვის გამოყოფილ ადგილზე დადგან ბანერი, გაავრცელონ სკოლის ბროშურები და სხვა საინფორმაციო ფურცლები. დამთვარიელებლებს საუკეთესო კუთხით გააცნონ საკუთარი სკოლა.

 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები:

 

·         „ევერესტი“ მეგობარ კომპანიებთან ერთად, ფესტივალზე გამართავს მათემატიკურ/ლოგიკურ შეჯიბრებებს. შესაბამისად, ფესტივალზე მოსულ ყველა ბავშვს საშუალება ექნება, გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები.

·         ფესტივალში მონაწილე ყველა დარეგისტრირებულ სკოლასა და კოორდინატორს გადაეცემა მონაწილეობისა და მადლობის სიგელები.

 

ფესტივალში მონაწილეობა უფასოა ყველა სკოლისთვის!

ადგილები შეზღუდულია

 

„მათემატიკის ფესტივალში“ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, შეავსოთ  სარეგისტრაციო ფორმა.  მონაწილეობის მიღება უფასოა. რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 28 თებერვალი.

 

                                                                     გისურვებთ წარმატებას


ფესტივალზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე 

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა