რუბიკის-კუბის ჩემპიონატი

       ევერესტის საშაბათო სკოლისა და გინესის რეკორდსმენის ვაკო მარჩილაშვილის ინიციატივით, 1 ივნისს რუბიკის კუბის ზაფხულის ჩემპიონატი გაიმართება.

პირველი ეტაპი (I და II ტური): 1 ივნისი, 13:00 სთ. - მთაწმინდის პარკი, კლუბი ანდერვილი (ეშმაკის ბორბალის ქვემოთ არსებული სივრცე)

 მეორე ეტაპი (ფინალი): 1 ივნისი, 17:00 სთ. - ბეთლემის N10, ილუზიების მუზეუმი.

ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია http://everest.ge/cube

1)     რუბიკის-კუბის ჩემპიონატის წესები

ჩემპიონატი გაიმართება ოთხ კატეგორიაში (2×2; 3×3; 4×4, Pyraminx). თითოეულ კატეგორიაში გაიმართება სამი ტური. მონაწილე ერთ ტურში კუბს ააწყობს ორჯერ. ორი აწყობის შედეგად დაუფიქსირდება საუკეთესო დრო.

თითოეულ კატეგორიაში:

  • I ტურიდან II ტურში გადავა საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე;
  • II ტურიდან ფინალში გადავა საუკეთესო შედეგის მქონე 8 მონაწილე;
  • ფინალში გამოვლინდება 3 გამარჯვებული.

თითოეული ფინალისტი საჩუქრად მიიღებს ილუზიების მუზეუმის ბილეთს.

გამარჯვებულიებს გადაეცემათ: სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები.

ჩემპიონატში მონაწილეების ასაკი შეზღუდული არ არის.

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა