ტანგრამი

ტანგრამი არის თავსატეხი, რომელიც ბავშვებს უვითარებს ვიზუალურ-სიმბოლურ აზროვნებას, წარმოსახვას, ყურადღებას, კონბინატორულ უნარებს, ფერის, ზომისა და ფორმის აღქმას.

ტანგრამი შედგება 7 ბრტყელი ფიგურისგან, რომელთა გარკვეული წესით დალაგების შედეგად მიიღება უფრო რთული ფიგურები, რომლებიც გამოსახავენ ადამიანებს, ცხოველებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასოებს, ციფრებს და ასე შემდეგ. ტანგრამის ფიგურებიდან მხოლოდ პარალელოგრამია ისეთი, რომელსაც არ აქვს სარკული სიმეტრია. იგი ერთადერთი ფიგურაა რომლის გადაბრუნებაც გვიწევს ზოგიერთი დავალების შესასრულებლად.

თავსატეხის ამოხსნის დროს უნდა დავიცვათ 2 წესი: პირველი, უნდა გამოვიყენოთ შვიდივე ფიგურა; მეორე, ფიგურების ერთმანეთზე გადადება არ შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ ტანგრამს მიიჩნევენ უძველეს თამაშად, მის შესახებ პირველი ნაბეჭდი ინფორმაცია ნაპოვნია დაახლოებით, 200 წლის წინანდელ 1813 წლეს გამოცემულ ჩინურ წიგნში.

სიტყვა ტანგრამი, პირველად 1848 წელს თომას ჰილმა (შემდგომში ჰარვარდის პრეზიდენტმა) გამოიყენა თავის ბროშურაში, სახელწოდებით - „თავსატეხები გეომეტრიის შესასწავლად“.

ტანგრამის ერთ-ერთი პარადოქსი არის კაცუნები (რომელსაც ბერებს ამსგავსებენ). თითოეული მათგანი შედგენილია შვიდივე ფიგურის გამოყენებით, მაგრამ ერთს ფეხი აქვს, მეორეს - კი არა. ეს ყოველივე კი გამოწვეულია იმით, რომ ერთ-ერთი კაცუნა უფრო მოკლეა, ვიდრე მეორე.

ერთ-ერთმა ჩინელმა ფსიქოლოგმა ტანგრამს „მსოფლიოში ყველაზე ადრეული ფსიქოლოგიური ტესტი“ უწოდა. თუმცა ის შექმნილი იყო გასართობად და არა ანალიზისთვის (ტესტირებისთვის).

მე-19 საუკუნის მონაცემებით, შეიქმნა ტანგრამის 6500-ზე მეტი დავალება. ეს რიცხვი დღესდღეისობით კიდევ უფო გაზრდილია. 

 

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა