რა უშლის ხელს ბავშვს სწავლისას?

სწავლისას ბავშვისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები არის ინდივიდუალური, თუმცა შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც,  შესაძლებელია, ყველა ბავშვთან შეგვხვდეს:

  • პერფექციონიზმი - ბავშვი, როდესაც იწყებს სკოლაში სიარულს, იგი უყენებს საკუთარ თავს დიდ მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, ამ მიდგომას აყალიბებენ მშობლები ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: შენ ყველაზე საუკეთესო უნდა იყო, შეცდომები არ უნდა დაუშვა, ყველას უნდა აჯობო. რის შემდეგაც ბავშვი პირველივე დაშვებულ შეცდომაზე ძალიან ემოციურად რეაგირებს.  სწორედ ესაა  მიზეზი იმისა, რომ სასწავლო პროცესი მისთვის ხდება  სტრესული, უქვეითდება მოტივაციაც და  დაბლდება თვითშეფასებაც.
  • არათანმიმდევრული სასწავლო გარემო - ბავშვმა არ იცის, რას მოელიან მისგან, ვინაიდან ერთნაირი ქცევის შემთხვევაში იღებს სხვადასხვაგვარ უკუკავშირს. ეს კი ხელს უშლის ბავშვის სასწავლო რუტინასთან შეგუების პროცესს. ეს ეხება როგორც სასკოლო, ასევე სახლის გარემოს. მნიშვნელოვანია, ბავშვმა  ზუსტად იცოდეს,  რა შემთხვევაში იქნება მისი ქცევა წახალისებული და რა შემთხვევაში, პირიქით, დასჯილი. ასევე, წინასწარ იცოდეს ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეფასდება მისი საშინაო ან საკლასო დავალება, რათა არ გაუჩნდეს უსამართლობის განცდა.

ვერიკო სადაღაშვილი, ფსიქოლოგი

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა