0 (322) 04 24 24; +995 596 90 24 24 info@everest.ge
დაგვიკავშირდით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ევერესტის საშაბათო სკოლისა და გინესის რეკორდსმენის ვაკო მარჩილაშვილის ინიციატივით, 1 ივნისს რუბიკის კუბის ზაფხულის ჩემპიონატი გაიმართება.
ჩემპიონატი გაიმართება ოთხ კატეგორიაში (2×2; 3×3; 4×4, Pyraminx). თითოეულ კატეგორიაში გაიმართება სამი ტური. მონაწილე ერთ ტურში კუბს ააწყობს ორჯერ. ორი აწყობის შედეგად დაუფიქსირდება საუკეთესო დრო.
თითოეულ კატეგორიაში:
თითოეული ფინალისტი საჩუქრად მიიღებს ილუზიების მუზეუმის ბილეთს.
გამარჯვებულიებს გადაეცემათ: სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები.
ჩემპიონატში მონაწილეების ასაკი შეზღუდული არ არის.