ქართული ენის ოლიმპიადა

ოლიმპიადის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს სკოლაში მიღებული ცოდნის გამოვლენა და საკონკურსო გარემოსთან შეგუება.


ძირითადი ინფორმაცია:

სეზონი: ტარდება მხოლოდ გაზაფხულის სეზონზე

მონაწილეები: II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები.

ფორმატი: ოლიმპიადა არის ორ ტურიანი.

საკითხები: შედგენილია პრაქტიკოსი პედაგოგების მიერ.


ტურები და საფასური:

  1. პირველი ტური (შესარჩევი): ტარდება ონლაინ და უფასოა.
  2. მეორე ტური (დასკვნითი): ტარდება დასწრებით და ღირებულებაა 29 ლარი


ტესტის სტრუქტურა:

თითოეულ ტურში მაქსიმალური ქულაა 120.

  • პირველი ტური (ონლაინ): 

საკითხები: 16 საკითხი

დრო: შეუზღუდავი

  • მეორე ტური (დასწრებით):

საკითხები: 20 საკითხი

დრო: 1 საათი


⚠️ გაითვალისწინეთ: ერთ ამოცანაში ორი ან მეტი პასუხის მონიშვნის შემთხვევაში, პასუხი გაუქმდება. (მოსწავლეს აღნიშნულ ამოცანაში დაეწერება 0 ქულა)


როგორ ხდება შემდეგ ტურში გადასვლა?

პირველი ტურიდან მეორე ტურში გადასვლა - საჭიროა მინიმუმ 30 ქულა.

⚠️გაითვალისწინეთ: ამოცანებთან დაკავშირებული შენიშვნები მიიღება მათი გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში.


დაჯილდოება და პრიზები:

ყველა ფინალისტი: მიიღებს სიგელს

გამარჯვებულები: თითოეულ კლასში გამოვლინდება 3 გამარჯვებული. რომლებიც მიიღებენ სიგელებსა და ფასიან საჩუქრებს.


⚠️გაითვალისწინეთ: ქულების დამთხვევის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება სწორად შესრულებული დავალებების რაოდენობა. თუ ეს მონაცემებიც დაემთხვევა, მოსწავლეები მიიღებენ ერთნაირ საჩუქრებს


სიგელების მიწოდების ვადები: 1 ოქტომბრიდან - 30 ოქტომბრამდე.

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა