რა ხდება ონლაინ სწავლისას?

  • ინფორმაციის მიღება დამუშავება

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესია თვალსაჩინოება და უშუალო კონტაქტი. ზედა საფეხურის მოსწავლეებთან შედარებით პატარების ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ორმაგად რთულდება ინფორმაციის მიღება-დამუშავება, როცა სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად. მასწავლებლების მიერ აქამდე პრაქიკაში ბევრჯერ გამოყენებული, საკლასო გარემოს მორგებული აქტივობები და რესურსები, ონლაინ სწავლებისას არაეფექტიანი და უსარგებლო აღმოჩნდა.

  • საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

იმ დროსაც კი როდესაც ონლაინ სწავლების პროცესში არ არის ტექნიკური შეფერხება (კარგად ისმის ხმა, კარგია გამოსახულება, ინტერნეტი მუშაობს გამართულად) მასწავლებლებს უჭირთ ყველა მოსწავლის თანაბრად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, ინფორმაციის ხარისხიანად გადაცემა და რაც მთავარია იმის გარკვევა, თუ როგორ აითვისა თითოეულმა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი.

  • მასალის ზედაპირული შესწავლა

დისტანციური სწავლებისას საგრძნობლად შემცირებულია გაკვეთილების რაოდენობა და ხანგრძლივობა, გასავლელი მასალა კი იგივეა. შესაბამისად მასწავლებლებს ხშირ შემთხვევაში უწევთ საკითხის ზედაპირულად გავლა, რაც შესაძლოა საკმარისი იყოს ბავშვების გარკვეული ჯგუფისთვის, მაგრამ არასაკმარისია მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის. სასკოლო გარემოში სწავლისგან განსხვავებით საჭირო გახდა არა მხოლოდ იმის შემოწმება, თუ როგორ ითვისებენ ბავშვები მიმდინარე საკითხებს, არამედ საჭირო გახდა იმის შემოწმებაც, თუ როგორ ახსოვთ ბავშვებს გავლილი მასალა. კარგი იქნება თუ მასწავლებლები შეცვლიან ცოდნის შემოწმების სტილს და სხვადასხვა ტესტებით, თუ გამოკითხვებით გადაამოწმებენ არა მხოლოდ მიმდინარე საკითხებს, არამედ რამდენიმე თვის წინ ნასწავლსაც (საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნული განსაკუთრებით მათემატიკას ეხება).  

  • შეფასება

ონალინ რეჟიმში სწავლისას, მშობლებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის ნაკლებობა სწავლის ხარისხის შესახებ. მოსწავლის განმსაზღვრელი ფორმით (ნიშნით) შეფასება მაღალ კლასებში ხდება. ბავშვის მიერ მიღებული ნიშნები გარკვეულ წარმოდგენას უქმნის მშობელს (თუმცა არა სრულს). რაც შეეხება დაწყებით კლასებს, სადაც ნიშნები არ იწერება, ამ შემთხვევაში მშობელი გაცილებით ნაკლებად ინფორმირებულები არაინ, რადგან განმავითარებელი შეფასება (სიტყვიერი ან წერილობითი) რომელსაც იგი იღებს მასწავლებლისგან ხშირ შემთხვევაში შაბლონური და მცირე ინფორმაციის მატარებელია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მშობელმა მასწავლებლისგან მოითხოვოს არა ზოგადი, არამედ კონკრეტული შეფასება. „- კარგი გოგონაა, კარგი ბიჭია.“ „- მომყვება, პრობლემები არ გვაქვს.“ „- ცოტა უჭირს, გაფანტულია.“ „- სუსტია.“ ასეთი ტიპის დახასიათება არაფრისმომცემი ინფორმაციის მატარებელია. მშობლებმა მოითხოვეთ ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრები, ტესტები და თვალნათლივ დაინახავთ რა გამოსდის თქვენს შვილს კარგად და რა უჭირს. სთხოვეთ მასწავლებელს პერიოდულად გადაამოწმოს გავლილი მასალა. ასევე თქვენც შეგიძლიათ მოუმზადოთ თქვენს შვილს მსგავსი ტესტი. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კი გირჩევთ თავად ნაკლებად ჩაერიოთ. მათ შესახებ აცნობეთ მასწავლებელს. არსებულ სიტუაციაში ეს მათთვის ძალიან დიდი დახმარება იქნება და თქვენს შვილსაც უდაოდ წაადგება. 


                                                                                                                                               დაჩი ნანობაშვილი

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა