ხშირად დასმული შეკითხვები ევერესტის წიგნებთან დაკავშირებით

შეკითხვა:  ვინ არის ამოცანების ავტორი რომლებიც წიგნებშია თავმოყრილი?

პასუხი: ამოცანების ავტორია მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტისა“ და მათემატიკის ფესტივალის დამფუძნებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ის ფინალისტი, ტელესკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ბატონი დაჩი ნანობაშვილი. ვრცლად დაჩი ნანობაშვილის შესახებ იხილეთ აქ


 შეკითხვა:  რა ტიპის ამოცანებია კრებულებში?

პასუხი: კრებულებში (კრებული N1 - ლურჯი წიგნი; კრებული N2 - წითელი წიგნი; ლოგიკა, მათემატიკა - მწვანე წიგნი) თავმოყრილი ამოცანების უმრავლესობა გათვლილია ტექსტის გააზრებაზე. ამოცანები საჭიროებს დაკვირვებას და აუჩქარებლად ნაბიჯ-ნაბიჯ ამოხსნას, რაშიც ბავშვებს დაეხმარებათ მითითებები რომლებიც თან ახლავს ამოცანების უმრავლესობას. ამოცანებს ასევე თან ახლავს პროცენტული მაჩვენებლები (ოლიმპიადის მონაწილეთა რამდენმა პროცენტმა ამოხსნა სწორად).  


შეკითხვა:  ბავშვები რომ ახატია ის რა წიგნებია?

პასუხი: აღნიშნულ წიგნებში შესულია შედარებით რთული ამოცანები. ამოცანები, რომლებიც ოლიმპიადის მონაწილეთა მცირე ნაწილმა ამოხსნა სწორად.


შეკითხვა:  ყვითელი წიგნი (ოქროს ტური რომ აწერია) რა წიგნია?

პასუხი: აღნიშნულ წიგნებში შესული ამოცანები მეტწილად საპროგრამო მასალაზეა გათვლილი. ოქროს ტურის წიგნები არის კლასების მიხედვით დანარჩენ წიგნებში მოცემული ამოცანები არის მე-2 დან მე-6 ან მე-7 კლასის ჩათვლით.


შეკითხვა:  ასანთის ღერებით რომ აწერია მათემატიკა ის რა წიგნია?

პასუხი: აღნიშნულ წიგნში თავმოყრილია დავალებები ასანთის ღერების გამოყენებით. ასანთის ღერებთ ჩაწერილი არასწორი ტოლობები უნდა გახადოთ ჭეშმარიტი მოცემული პირობის თანახმად (გადაადგილე 1 ღერი, აიღე 2 ღერი და ასე შემდეგ).


ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა