როგორ მივცეთ ბავშვს იმაზე მეტი, ვიდრე იღებს სკოლაში?

მნიშვნელოვანია მშობელი ბევრ დროს ატარებდეს ბავშვთან და ეს არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მისი მეცადინეობით. სასურველია, ბავშვს ისიც დავანახოთ, თუ როგორ შეიძლება მან სამომავლოდ გამოიყენოს სკოლაში მიღებული ცოდნა.  აუცილებელია ვუჩვენოთ თითოეული სასწავლო დისციპლინის პრაქტიკული დანიშნულება, რათა ბავშვმა გააცნობიეროს, რომ სწავლობს არა მარტო სკოლისთვის, არამედ ნასწავლის გამოყენება სხვა გარემოშიც შეუძლია. მაგ: თუ იწყებს მათემატიკის სწავლას, მივცეთ საშუალება, თავად აიღოს მაღაზიაში იმ რაოდენობის პური, რამდენიც გვჭირდება ან თავად იპოვოს  სასურველი დასახელების პროდუქტის წარწერა.

ვერიკო სადაღაშვილი, ფსიქოლოგი

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა