0 (322) 04 24 24; +995 596 90 24 24 info@everest.ge
დაგვიკავშირდით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

სამტურიანი ოლიმპიადა მათემატიკაში

"სამტურიანი ოლიმპიადა" არის მათემატიკური ოლიმპიადა, რომელიც ტარდება წელიწადში ორჯერ:

  • შემოდგომის სეზონი: ნოემბერი - დეკემბერი
  • გაზაფხულის სეზონი: აპრილი - მაისი

მონაწილეები: II, III, IV, V, VI კლასის მოსწავლეები


ტურები და საფასური:

  1. პირველი ტური (შესარჩევი) - ტარდება ონლაინ და არის სრულიად უფასო.
  2. მეორე ტური (ნახევარფინალი) - დასწრებითი ფორმით. ღირებულება: 29 ლარი
  3. მესამე ტური (ფინალი) - ტარდება დასწრებითი ფორმით და არის უფასო.


რეგისტრაცია: http://everest.ge/registration/id/5

ონლაინ ტესტი (პირველი ტური): http://everest.ge/tests_landing/id/5

ოლიმპიადის ჩატარების დღეები: https://everest.ge/news/id/113


ტესტის სტრუქტურა და ქულები:

თითოეულ ტურში მაქსიმალური ქულაა 120.

  • პირველი ტური (ონლაინ): 

ამოცანათა რაოდენობა: 10 ამოცანა 

დრო: შეუზღუდავი

  • მეორე ტური (დასწრებით):

ამოცანათა რაოდენობა: 12 ამოცანა

დრო: 1 საათი

  • მესამე ტური (დასწრებით):

ამოცანათა რაოდენობა: 12 ამოცანა

დრო: 1 საათი


შეფასების წესი: 

  • ზოგი ამოცანა არის მხოლოდ ერთკითხვიანი (ფასდება 5, 7, 8 ან 10 ბალით)
  • ზოგ ამოცანას ახლავს 3 ან 4 შეკითხვა. (თითო შეკითხვა ფასდება 2, 5 ან 7 ბალით)

⚠️ გაითვალისწინეთ: ერთ ამოცანაში ორი ან მეტი პასუხის მონიშვნის შემთხვევაში, პასუხი გაუქმდება. (მოსწავლეს აღნიშნულ ამოცანაში დაეწერება 0 ქულა)


როგორ ხდება შემდეგ ტურში გადასვლა?

პირველი ტურიდან მეორე ტურში გადასვლა - საჭიროა მინიმუმ 30 ქულა.

მეორე ტურიდან ფინალში გადასვლა - რეიტინგული სიით თითო კლასიდან, ფინალში გადადის საუკეთესო 500 მონაწილე.


⚠️გაითვალისწინეთ: ამოცანებთან დაკავშირებული შენიშვნები მიიღება მათი გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში.

⚠️გაითვალისწინეთ: ფინალზე, ჩატარების ადგილისა და საათის ცვლილება დაუშვებელია!


დაჯილდოება და პრიზები:

ყველა ფინალისტი: მიიღებს სიგელს

გამარჯვებულები: თითოეულ კლასში გამოვლინდება 10 გამარჯვებული. რომლებიც მიიღებენ სიგელებსა და ფასიან საჩუქრებს.


⚠️გაითვალისწინეთ: ქულების დამთხვევის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება მეორე ტურის ქულა.


I, II და III ადგილოსნები: დაჯილდოვდებიან მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.


სიგელების მიწოდების ვადები:

შემოდგომის სეზონი: 23 თებერვლიდან - 23 მარტამდე

გაზაფხულის სეზონი: 1 ოქტომბრიდან - 30 ოქტომბრამდე.

ახალი ამბები

დამფუძნებლის ბლოგი

23
ივლ, 2018
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველას ნახვა