ერთტურიანი ოლიმპიადა
მათემატიკური ოლიმპიადა "ოქროს ტური"
ოქროს ტური არის ერთტურიანი მათემატიკური ოლიმპიადა რომელიც ტარდება წელიწადში ორჯერ: ოქტომბერში და მაისში
ძირითადი ინფორმაცია
მონაწილეები: II, III, IV, V, VI კლასის მოსწავლეები
ფორმატი: ტარდება დასწრებითი ფორმით, ერთ ტურად
ხანგრძლივობა: 60 წუთი
საფასური: 29 ლარი
რეგისტრაცია: http://everest.ge/registration/id/2
ოლიმპიადის ჩატარების დღეები: https://everest.ge/news/id/113
ტესტის სტრუქტურა
ამოცანების ავტორი: დაჩი ნანობაშვილი
ამოცანების რაოდენობა: 14 დავალება
ქულების სისტემა: ჯამური ქულაა 100. დავალებები ფასდება 2, 3, 5, 7, 8 და 10 ქულით.
წესი: თითოეულ ამოცანას აქვს რამდენიმე სავარაუდო პასუხი (სწორია მხოლოდ ერთი)
⚠️ გაითვალისწინეთ: ერთ ამოცანაში ორი პასუხის მონიშვნის შემთხვევაში, პასუხი გაუქმდება. (მოსწავლეს აღნიშნულ ამოცანაში დაეწერება 0 ქულა)
პრიზები და საჩუქრები:
ჯილდოვდება "ოქროს ტურის" ყველა მონაწილე!
საჩუქრების ჩამონათვალი:
1. ბრენდირებული ნივთები: კალამი, რვეული და სანიშნე.
2. დაჩი ნანობაშვილის "ოქროს ტურის" ამოცანათა კრებული
3. სიგელი (ქულების მიხედვით)
- 0-25 ქულა: სერთიფიკატი;
- 26-50 ქულა: ბრინჯაოს სიგელი;
- 51-79 ქულა: ვერცხლის სიგელი;
- 80-99 ქულა; ოქროს სიგელი
- 100 ქულა: ოქროს დიპლომი + ოქროს მედალი
100 ქულის მფლობელებს დამატებით გადაეცემათ:
- ტანგრამი
- ბრენდირებული სამაჯური
- ფანქარი
- მაჯის საათი
დასკვნითი ტური (საჭიროების შემთხვევაში)
თუ რომელიმე კლასში 5-ზე მეტ ბავშვს ექნება მაქსიმალური ქულა, ჩემპიონის გამოსავლენად დაინიშნება დასკვნითი ტური:
ფორმატი: კომპიუტერული ტესტირება (5 დავალება)
დრო: 30 წუთი
გამარჯვებული: დასკვნით ტურშიც ქულების დამთხვევის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმას, ვინც დავალებებს უფრო სწრაფად შეასრულებს.
⚠️ გაითვალისწინეთ: ამოცანებთან დაკავშირებული შენიშვნები მიიღება მათი გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
საჩუქრების მიწოდების ვადები
მოსწავლეებს საჩუქრები და სიგელები სკოლებში დაურიგდებათ შემდეგ პერიოდებში:
შემოდგომის სეზონი: 23 თებერვლიდან - 23 მარტამდე
გაზაფხულის სეზონი: 1 ოქტომბრიდან - 30 ოქტომბრამდე
