2019 წელი
2019 წლის 14 მარტს მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტსა“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით
რიგით მე-4 „მათემატიკის ფესტივალი“ გაიმართა.
ღონისძიება ოლიმპიადა
,,ევერესტის“ და ,,აკადემია ევერსტის“ დამფუძნებელმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
2019-ის ხუთეულის წევრმა დაჩი ნანობაშვილმა
და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულის წევრმა ლადო აფხაზავამ გახსნენს. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში გაიმართა.
,,მათემატიკის ფესტივალი“ წლიდან წლამდე მასშტაბურ სახეს იღებს. წელს ფესტივალი თბილისს
გასცდა და წელს პირველად ქალაქ ქუთაისშიც ჩატარდა,
რომელსაც უმასპინძლა ქართულ-ამერიკულმა სკოლა პროგრესმა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 50-მდე სკოლამ და სასწავლო ორგანიზაციამ, რომლებმაც გამოფინეს π რიცხვსა და მათემატიკის თემაზე შექმნილი
კრეატიული ნამუშევრები. ფესტივალზე დაუკრეს π-ს მელოდია, გაიმართა
ფლეშმობი, დაიდგა მინი სპექტაკლი,
მოეწყო ლოგიკური შეჯიბრებები, გაიმართა π რიცხვის
კონკურსი და სხვადასხვა სახის აქტივობა. ფესტივალი გააშუქა რამდენიმე ტელე და რადიო მაუწყებელმა.
https://www.youtube.com/watch?v=CMp65kO07tA&t=7s
სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ოლიმპიადა ,,ევერესტის“ მიერ ორგანიზებული მათემატიკის ფესტივალისა და π-ს დღის შესახებ NASA-ს ოფიციალურ გვერდზე დაიდო ვრცელი სტატია.
,,მათემატიკის ფესტივალს“ აქვს ტრადიციული სახე და ყოველ წელს ტარდება ერთსა და იმავე
დღეს, 14 მარტს, რომელიც ემთხვევა π როცხვის საერთაშორისო დღეს, აინშტაინის დაბადების
დღეს და ოლიმპიადა ,,ევერესტის“ დაბადების დღეს.
ჩვენ უკვე ვემზადებით ,,მათემატიკის ფესტივალი
2020-ისთვის“.
გელოდებით 2020 წლის 14 მარტს!
ფოტო გალერეის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე.