მათემატიკის პედაგოგთა კონკურსი
იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ მასწავლებლის კონკურსში, აუცილებელია, I ტურიდან II ტურში მოხვდეს თქვენი 10 მოსწავლე მაინც.
გამარჯვებისათვის არ არის აუცილებელი თქვენმა მოსწავლემ დაიკავოს საპრიზო ადგილი. სარეიტინგო ქულის დასადგენად შეჯამდება თქვენ მოსწავლეებს შორის ათი საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილის მიერ II და III ტურში მიღებული ქულები.
თანაბარი სარეიტინგო ქულების დაგროვების შემთხვევაში შედარდება ფინალისტი მოსწავლეების ქულათა ჯამი.
საუკეთესო სარეიტინგო ქულის ათ მასწავლებელს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქარი, ხოლო გამარჯვებულ პედაგოგს გადაეცემა პლანშეტი.
ყველა იმ პედაგოგს, რომლის მოსწავლე მოხვდება საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ასეულში ან ეყოლება სამი ფინალისტი მაინც გადაეცემა მადლობის ფურცელი.
ოლიმპიადა ევერესტის მე-21 სეზონის მასწავლებლის კონკურსის მონაწილე