თითოეულ კლასში, ოქროს ტურის ჩემპიონი (პირველადგილოსანი), გამოვლინდება რეიტინგის წესით;
ოქროს ტურში ქულების დამთხვევის შემთხვევაში ჩემპიონის გამოსავლენად დაინიშნება დასკვნითი ტური. დასკვნითი ტური ტარდება კომპიუტერებით აღჭურვილ დარბაზში (ტესტირების ჩატარების წესებსა და პირობებს მონაწილეები გაეცნობიან ადგილზე). ტესტირების ხანგრძლივობაა 30 წუთი. თუ ქულათა დამთხვევა მოხდება დასკვნით ტურშიც, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად გათვალისწინებული იქნება მონაწილის მიერ დასკვნით ტურში ტესტის შესრულებაზე დახარჯული დრო.